საერთაშორისო კომერციული ტერმინები და ინკოტერმსის წესები, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო პალატის მიერ (ICC)მიერ, ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესებით გათვალისწინებულია სავაჭრო ტერმინები, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას. ინკოტერმის წესები აღინიშნება სამი ასოსგან შემდგარი სერიით, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ ამოცანებს, დანახარჯებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან.
ინკოტერმსის წესები მიღებულია და აღიარებულია მრავალი ქვეყნის მთავრობების მიერ საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების ასახსნელად. ინკოტერმის წესები პირველად გამოქვეყნდა 1936 წელს და შემდეგ იხვეწებოდა პერიოდულად.
მერვე ვერსია „ინკოტერმსი - 2010“ გამოქვეყნდა 2011 წლის 1 იანვარს.
EXW
გადატვირთვა საწარმოდან
FCA
ტვირთის გადატვირთვა გადამზიდავამდე
FAS
გადატვირთვა ნავსადგურში გემის გასწვრივ
FOB
მიწოდება გემის ბაქანზე
CFR
დანიშნულების ნავსადგურში ტვირთის მიწოდება, შეიცავს თვითღირებულებას + სატრანსპორტო ხარჯი
CIF
დანიშნულების ნავსადგურში ტვირთის მიწოდება, შეიცავს თვითღირებულებას + სატრანსპორტო ხარჯი + დაზღვევის ხარჯი
DAT
ტერმინალამდე ტვირთის მიწოდება , შეიცავს განბაჟების ხარჯების გარეშე თვითღირებულებას + ტერმინალამდე სატრანსპორტო ხარჯი + ტერმინალალზე ჩამოტვრთვამდე დაზღვევა
DAP
დათქმულ ადგილამდე ტვირთის მიწოდება განბაჟების ხარჯების გარეშე შეიცავს თვითღირებულებას + სატრანსპორტო ხარჯი + დაზღვევა ტვირთის ჩამოტვირთვამდე
CPT
ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილზე შეიცავს თვითღირებულებას + სატრანსპორტო ხარჯი
CIP
ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილზე შეიცავს თვითღირებულებას + სატრანსპორტო ხარჯი + დაზღვევის ხარჯი
DDP
ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილზე გადახდილი საბაჟო გადასახადებით
DDU
ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილზე გადაუხდელი საბაჟო გადასახადებით
DEQ
ტვირთის მიწოდება ნავსადგურში გადახდილი საბაჟო გადასახადებით
DES
ტვირთის მიწოდება დანიშნულების ნავსადგურში გემის ბაქანზე
DAF
ტვირთის მიწოდება საზღვრამდე