კერძო საბაჟო საწყობი

კერძო საბაჟო საწყობის მომსახურება

 

გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, დატვირთული მანქანები განბაჟებისა და ჩამოცლისათვის გეზი თბილისში შედიან, სადაც მოცემული თავისუფალი დრო გაფორმება/გატანისთვის, სტანდარტულად, 48 საათია. ხშირია შემთხვევები, როდესაც, სხვადასხვა მიზეზების გამო ტვირთმიმღები კომპანიები ვერ ეტევიან აღნიშნულ ვადაში, შესაბამისად, უწევთ 48 საათის შემდეგ მანქანის მოცდენის დღიური ჯარიმის გადახდა. 

 

იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გასაფორმებლად და გასატანად სხვადასხვა მიზეზების გამო არ არის საკმარისი 48 საათი და გინდათ თავიდან აიცილოთ მანქანის ყოველდღიური მოცდენის ხარჯი.

გთავაზობთ საბაჟო საწყობის მომსახურებას, სადაც შეგიძლიათ დაასაწყობოთ ტვირთი და დაგეგმოთ შემდგომი პროცედურები.

 

სრული ლოგისტიკური სერვისით აღჭურვილი კერძო საბაჟო/სასაწყობო სივრცე, სადაც:

- გაფორმება/გატანისთვის თავისუფალი დრო 72 საათია, ნაცვლად 48 საათისა;

- თავიდან აცილებულია მანქანის მოცდენის ხარჯი;

- უზრუნველყოფილია უსაფრთხოება;

- შემცირებულია მუშახელისა და გადასატვირთი ტექნიკის მოლოდინის დრო;

- გამარტივებულია ტვირთის გატანის პროცესი;

- Საშუალება გაქვთ დაასაწყობოთ ტვირთი სასურველი ვადით.

MSCS Georgia მომხმარებელის მოთხოვნაზე ორიენტირებული პარტნიორი!