სახმელეთო გადაზიდვა

LTL

გვაქვს რა წარმომადგენლობითი საწყობები  ევროპაში და თურქეთში, საიდანაც ყოველკვირეულად ვგზავნით ტვირთებს  (LTL - სახმელეთო გრუპაჟი) ჩვენივე სატვირთო მანქანებით  საქართველოს, აზერბაიჯანისა და ერევნის მიმართულებით, გთავაზობთ:

 

- ნებისმიერი სახის წვრილპარტიული (ნაკრები) ტვირთების ტრანსპორტირებას.  

- ევროპის ნებისმერი ქვეყნიდან ტვირთის აღებას, საექსპორტო (EX1 / T1) , საიმპორტო და სატრანზიტო  დოკუმენტაციის მომზადებას.

- დატვირთვის/გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება

- საბაჟო/საბროკერო მომსახურება (მოთხოვნისამებრ)

- ზუსტი ფასის დასაანგარიშებლად საჭიროა ვიცოდეთ გამოსაგზავნი/გასაგზავნი ტვირთის ადგილმდებარეობა, დატვირთვის თარიღი, ტვირთის წონა, ტვირთის მოცულობა, ტვირთის დასახელება, გადაზიდვის პირობა (EXW, FCA, FOB და სხვა), მალფუჭებადი ტვირთის შემთხვევაში – ტვირთის ტემპერატურული რეჟიმი, ხოლო არაგაბარიტული ტვირთის შემთხვევაში – ტვირთის ნახაზი (ზუსტი ზომების მითითებით).

FTL

კომპანიის მფლობელობაშია  EURO 5 ტიპის ტრაილერები, ყველა მანქანას აქვს საერთაშორისო გადაზიდვებისთვის საჭირო ყველა ნებართვა და სერტიფიკატი, მათ შორის სახიფათო ტვირთების (ADR) გადასაზიდად აუცილებელი ლიცენზია და აღჭურვილობა. ჩვენს მძროლებს აქვთ  გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებზე, ყველა მათგანს გავლილი აქვს სხვადასხვა ტრეინინგები და კურსები, მათ შორის სახიფათო ტვირთების (ADR) გადაზიდვის და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს. გთავაზობთ:

 

- ყველა სახის ტვირთების ტრანსპორტირება, (იმპორტ/ექსპორტი)  ევროპის ქვეყნებიდან  სრული დატირთვა  20-22 ტონამდე

- თურქეთიდან და დესეთეს ქვეყნებიდან (იმპორტ/ექსპორტი)  20-25 ტონამდე

- არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების, სხვადასხვა სახის მოწყობილობების დაცლა-დატვირთვა და დასაწყობება.

- საბაჟო ფორმალობების ჩატარება, საბროკერო მომსახურება, საბუთების გაფორმება.

- საწარმოდან პირდაპირ თქვენს საწყობამდე გადაზიდვა

- ტვირთის დაზღვევა.