💻 ტვირთების მართვა ერთ ციფრულ სივრცეში
MSCS Georgia წარმოგიდგენთ მომხმარებლის ახალ პორტალს — ციფრულ გადაწყვეტას, რომელიც გადაზიდვების მართვას უფრო მარტივს, ორგანიზებულსა და კომფორტულს ხდის.
რა დაგხვდებათ პირად პორტალზე?
- მიმდინარე გადაზიდვები – ტვირთების ყოველდღიურად განახლებული სტატუსები.
- გადაზიდვების სრული ისტორია – მიმდინარე და დასრულებული შეკვეთები ერთ სივრცეში.
- 📄 სატრანსპორტო დოკუმენტები– CMR და სხვა საჭირო დოკუმენტები
- 🧾 ინვოისები – ყველა ტრანსპორტირების ინვოისი ერთად
ნაკლები დრო ინფორმაციის ძიებაში — მეტი კომფორტი ყოველდღიურ საქმიანობაში.
ახალი პორტალი განსაკუთრებით მოსახერხებელია კომპანიებისთვის, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე გადაზიდვას მართავენ. საჭირო ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია პირად გვერდზე, სხვადასხვა ელფოსტასა და მიმოწერაში ძიების გარეშე.
MSCS Georgia აგრძელებს ციფრული მომსახურების განვითარებას, რათა საერთაშორისო გადაზიდვების მართვა ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი და ეფექტური გახდეს.
📩 [email protected]