სიახლეები

MSCS Georgia at Logitrans 2024 in Istanbul

22 ნოემბერი 2024

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 20–22 ნოემბერს მასშტაბური სატრანსპორტო და ლოგისტიკური გამოფენა logitrans Fair გაიმართა, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

 

Logitrans Turkey არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მოიცავს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის ყველა ასპექტს.

 

ღონისძიება წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა განიხილონ უახლესი ტენდენციები და გააზიარონ საკუთარი გამოცდილება.

 

მოხარულები ვართ, რომ ვიყავით თანამონაწილე გამოფენის, რომელიც აქტიურად არის ჩართული თანამედროვე ლოგისტიკური ჯაჭვის ჩამოყალიბებასა და განვითარების პროცესსში.