საერთაშორისო კომერციული ტერმინები და ინკოტერმსის წესები, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო პალატის მიერ (ICC)მიერ, ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში.
ინკოტერმსის წესებით გათვალისწინებულია სავაჭრო ტერმინები, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას. ინკოტერმის წესები აღინიშნება სამი ასოსგან შემდგარი სერიით, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ ამოცანებს, დანახარჯებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან.
ინკოტერმსები, შესყიდვის/მიწოდების პირობები, ყველა გამყიდველმა და მყიდველმა უნდა გამოიყენოს საერთაშორისო შესყიდვების დროს.
Group E
EXW — Ex Works
გამყიდველი პროდუქციას თავისივე მითითებულ ადგილზე აწვდის მყიდველს. არ არის პასუხისმგებელი არც საბაჟო და არც საექსპორტო პროცედურებზე. აღნიშული ინკოტერმსი მაქსიმალურ პასუხისმგებლობას აკისრებს მყიდველს.
Group F
FCA — Free Carrier
გამყიდველი პასუხისმგებელია საექსპორტო განბაჟებასა და საქონლის მიწოდებაზე გადამზიდველთან შეთანხმებულ ადგილზე. ასევე პასუხისმგებელია საქონლის ჩატვირთვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების შეთანხმებული ადგილი არის გამყიდველის საქმიანობის სივრცე.
FAS — Free Alongside Ship
გადატვირთვა ნავსადგურში გემის გასწვრივ
FOB — Free On Board
მომწოდებლის ვალდებულება ვრცელდება ტვირთის გამზადებაზე, დაბაჟებასა და შემსყიდველის მიერ დათქმულ ადგილას მიტანაზე; შესაბამისად, ის კისრულობს ყველა საჭირო ხარჯსა და პასუხისმგებლობას.
Group C
CFR — Cost And Freight
დანიშნულების ნავსადგურში ტვირთის მიწოდება, შეიცავს თვითღირებულებას + სატრანსპორტო ხარჯი
CIF — Cost, Insurance and Freight
მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით.
გამყიდველს, იმპორტიორი ქვეყნის დანიშნულების მითითებულპორტში ჩააქვს საქონელი და იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს. ასევე, დასახელებულ პორტში საქონლის მისატანად აუცილებლ ფრახტს, საქონლის დასაზღვევად საჭირო ხარჯს. არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს.
მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს ჩატვირთვისას, საქონლის მიერ გემის ბორტის გადაკვეთის მომენტიდან და იხდის გემიდან საქონლის გადმოტვირთვისა და გადმოტვირთვის შემდეგ წარმოშობილ ყველა ხარჯს.
CPT — Carriage Paid To
ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილზე შეიცავს თვითღირებულებას + სატრანსპორტო ხარჯი
CIP — Carriage Insurance Paid To
მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ასევე შესაძლებელია მულტიგადაზიდვაც.
გამყიდველი იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შიდა ტრანსპორტირების, დასახელებულ ადგილმდე საქონლის მისატანად აუცილებელ ხარჯებს, აგრეთვე საქონლის დასაზღვევად საჭირო ხარჯს. არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს.
მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის მისატანად აუცილებელ ხარჯებს და რისკს მას შემდეგ, რაც საქონელი მიეწოდება მის მიერ დასახელებულ პირველ გადამზიდავს.
Group D
DAT — Delivered at Terminal
ტერმინალამდე ტვირთის მიწოდება , შეიცავს განბაჟების ხარჯების გარეშე თვითღირებულებას + ტერმინალამდე სატრანსპორტო ხარჯი + ტერმინალალზე ჩამოტვრთვამდე დაზღვევა
DAP — Delivered At Place
გამყიდველი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების ყველა გადასახადსა და რისკზე, მანამ სანამ ტვირთი ზუსტად არ მივა დანიშნულების ადგილამდე.ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს მყიდველი.
DDP — Delivered Duty Paid
ტვირთის მიწოდება დანიშულების ადგილზე იმპორტის გადასახადების გადახდით.
გამყიდველი იღებს პასუხისმგებლობას და იხდის ყველა ხარჯს. მყიდველი თავისუფალია ყოველგვარი რისკისა და ხარჯისგან, სანამ საქონელი არ მივა დანიშნულების ადგილამდე და გადმოიტვირთება.