სახმელეთო გადაზიდვა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ფართოდ გავრცელებული მეთოდია ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. თუმცა, არასწორად შეფუთული/დატვირთული ტვირთი შესაძლოა დაზიანდეს და გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები.
იმისთვის რომ თქვენი ტვირთი უსაფრთხოდ და დაუზინებელი დაიცალოს დანიშნულების ადგილას, აუცილებელია მისი სწორად შეფუთვა და დატვირთვა.
ევროსტანდარტებიდან გამომდინარე, არსებობს შეფუთვის სხვადასხვა კატეგორია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ევროპალეტის გამოყენება, რომელზეც ხდება ტვირთის განთავსება და შემდგომ სხვადასხვა ტიპის მასალით შემოფუთვა.
ამ დროს მნიშვნელოვანია დაცული იქნეს ევროპალეტის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. იმისათვის, რომ არ გადაყირავდეს ტვირთი და არ დაზიანდეს დაცლის /დატვირთვის/ ტრანსპორტირების პროცესსში.
სახმელეთო გადაზიდვისას ტვირთის უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია სწორ შეფუთვაზე.
შეფუთვის მასალა უნდა შეესაბამებოდეს ტვირთის ტიპს – მყიფე, თხევადი, მძიმე ან მოცულობითი ტვირთისთვის სხვადასხვა შეფუთვებია საჭირო.
ტენიანობისგან დაცვა – ზოგი ტვირთი საჭიროებს დამატებით შეფუთვას, რომელიც დაიცავს ნესტისა და ტემპერატურის ცვლილებებისგან.
სწორი დატვირთვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეფუთვა. მისი მიზანია ტვირთის უსაფრთხო გადაადგილება და ეფექტური განლაგება სატვირთო მანქანაში.
იმის მიუხედავად, რომ ტვირთი კარგად არის შეფუთული და დამაგრებული, შესაძლოა გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც მოხდეს.
დაზღვევა საუკეთესო გზაა დამატებითი რისკების თავიდან ასაცილებლად.
✔️ ტვირთის სწორად შეფუთვა, დატვირთვა და დაცლა სახმელეთო გადაზიდვისას არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი უვნებლად და დროულად ტრანსპორტირებისთვის.
სწორი დაგეგმვა, ხარისხიანი მასალების გამოყენება და უსაფრთხოების პრინციპების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს დაზიანების რისკს.