სიახლეები

საინტერესო ფაქტები საჰაერო გადაზიდვის შესახებ

22 აპრილი 2025

საჰაერო გადაზიდვა თანამედროვე ლოგისტიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზაა ტვირთის ტრანსპორტირებისთვის

 

გაეცანი საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ავია გადაზიდვების შესახებ

 

 

Cold Chain - ტექნოლოგიური პროცესი საჰაერო გადაზიდვაში

 

მედიკამენტებისა და ბიოლოგიური მასალების საჰაერო გზით გადაზიდვა ხშირად მოითხოვს კონკრეტული ტემპერატურული რეჟიმის დაცვას. მაგალითად, 2°C-დან 8°C-მდე. სპეციალური კონტეინერები და თერმოსისტემები გამოიყენება იმისთვის, რომ ტვირთი ტრანსპორტირების პერიოდში იყოს ზუსტ, დაცულ პირობებში. ყოველივე ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა აეროპორტებში, საჰაერო კომპანიებსა და მიმღებ მხარეებთან.

 

საჰაერო გადაზიდვების როლი გლობალურ ვაჭრობაში

 

საჰაერო გადაზიდვების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია მისი როლი გლობალურ ვაჭრობაში. საჰაერო გადაზიდვები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში. საერთაშორისო ვაჭრობაში ტვირთების თითქმის 35%-ის ტრანსპორტირება საჰაერო გადაზიდვების საშუალებით ხდება. ეს საშუალებას აძლევს კომპანიებს სწრაფად განახორციელონ ექპორტი/იმპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე.

 

საჰაერო გადაზიდვის ისტორია

 

ისტორია იწყება 1910 წელს, როდესაც თვითმფრინავით აბრეშუმის ქსოვილის ტრანსპორტირება განხორციელდა დეიტონიდან კოლუმბუსში, ოჰაიოს შტატში. აღსანიშნავია, რომ ეს რეისი ექსპრეს მატარებელზე სწრაფი აღმოჩნდა, რითაც თავიდანვე დამტკიცდა საჰაერო ტრანსპორტის სიჩქარის უპირატესობა. ასევე ეს მოვლენა იყო პირველი მულტიმოდალური ტრანსპორტირების მაგალითი, რადგან საბოლოო მიწოდებისთვის სახმელეთო გზა გამოიყენეს.

 

ტვირთის სახეობები

 

საჰაერო ტვირთი მხოლოდ სტანდარტული ყუთებისა და პალეტების გადაზიდვას არ გულისხმობს. საჰაერო გზით შესაძლებელია სხვადასხვა სახის ტვირთის ტრანსპორტირება. უჩვეულო ტვირთების მრავალფეროვნება ადასტურებს, რომ საჰაერო გადაზიდვების ძირითადი უპირატესობა არ არის მხოლოდ სიჩქარე.

 

საჰაერო გადაზიდვების გლობალური ქსელი

 

საჰაერო გადაზიდვების ინდუსტრია არის ქსელი, რომელიც მოიცავს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეს. ყოველდღიურად ათასობით სატვირთო რეისი სრულდება, რაც აკავშირებს ქვეყნებსა და კონტინენტებს. აღნიშნული გლობალური კავშირი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

 


 

საჰაერო გადაზიდვები არა მხოლოდ სისწრაფით, არამედ სპეციფიკურობითაც გამოირჩევა. ეს სფერო აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, უსაფრთხოების რეგულაციებსა და გლობალურ ეკონომიკურ მნიშვნელობას.

 

გაიგე მეტი საჰაერო გადაზიდვების სპეციფიკაზე ან დაგეგმე ტვირთის ტრანსპორტირება - www.mscs.ge