
MSCS Georgia საქართველოში პირველი ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა!
19-20 ივნისს საგამოფენო სივრცე EXPOGEORGIA · ექსპო ჯორჯია -ში პირველი ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, რომელიც ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-ის ორგანიზებით ჩატარდა.
50+ კომპანია - გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო კომპანია, ასევე მოწვეული იყვნენ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ასოციაციები, დარგის ექსპერტები, საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები.
MSCS Georgia - გამოფენაზე საკუთარი სტენდით ვიყავით წარმოდგენილი და გამოფენის ბოლოს განსაკუთრებული თანამშრომლობის სიგელი მივიღეთ!
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც ექსპერტებმა გაანალიზეს ლოგისტიკის სექტორის შესაძლებლობები და მიმართულებები. მოწვეული იყვნენ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ასოციაციები, სპეციალისტები, ასევე საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები.
Logistics Expo 2025 - გამოფენა მოეწყო ExpoGeorgia -სა და SavvY-ის თანაორგანიზებით, გენერალური სპონსორი TBC - თიბისი, სპონსორები TBC Capital - თიბისი კაპიტალი და Tbilisi Dry Port. მხარდამჭერები: BAG, EBA.