სიახლეები

MSCS Georgia | WCAworld-ის კონფერენციაზე მაიამიში

14 ივნისი 2025

 

საექსპედიტორო მომსახურების სფეროში წარმატებული საერთაშორისო პარტნიორები მნიშვნელოვანია საიმედო, ეფექტური და გლობალური სერვისის მიწოდებისთვის.

 

უკვე 7 წელია, WCAworld -ის, მსოფლიოს უდიდესი, დამოუკიდებელი საექსპედიტორო კომპანიების ქსელის აქტიური წევრები ვართ!

 

10-13 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატებში, მაიამიში WCA World-ის კონფერენცია გაიმართა, სადაც 550-ზე მეტი ლოგისტიკის და საერთაშორისო გადაზიდვების პროფესიონალი შეიკრიბა მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე გვქონდა შესაძლებლობა, წარმოგვედგინა როგორც ჩვენი კომპანია, ასევე საქართველო გლობალურ ბაზარზე.

 

WCA World კონფერენციაზე, ოთხი დღის განმავლობაში შევხვდით ძველ და ახალ პარტნიორებს პირისპირ. განვიხილეთ ახალი სავაჭრო გზები და ლოგისტიკური შესაძლებლობები. გავუზიარეთ ერთმანეთს ბაზრის სიახლეები და ინოვაციური გადაწყვეტილებები.

 

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო იყო, რომ MSCS Georgia ერთადერთი ქართული კომპანია იყო აღნიშნულ გლობალურ ღონისძიებაზე. სადაც შევძელით, საქართველო კიდევ ერთხელ გაგვეცნო არაერთ საერთაშორისო გადამზიდავთან, ხაზი გაგვესვა კავკასიის რეგიონის, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, მზარდი მნიშვნელობისთვის და წარმოგვეჩინა ჩვენი შესაძლებლობები.