
ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის პროცესში თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია – დაწყებული ტვირთის აღებით, დასრულებული დროულად და უსაფრთხოდ დანიშნულების ადგილზე მიწოდებით. სწორედ ამიტომ MSCS Georgia მუდმივად ცდილობს, მომხმარებლებს შესთავაზოს გამარტივებული, ეფექტური და მოქნილი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები.
ჩვენი წარმომადგენლობითი საწყობები გერმანიაში, იტალიასა და პოლონეთში კიდევ უფრო ამარტივებს ევროპიდან საქართველოს მიმართულებით სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას.
ტვირთების კონსოლიდირება და სახმელეთო გზით ტრანსპორტირება წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ლოგისტიკურ გადაწყვეტილებას, რომლის მთავარი უპირატესობებია:
წარმომადგენლობითი საწყობი ეფექტური ლოგისტიკური ჯაჭვის აუცილებელი ნაწილია, რომლის საშუალებითაც ვახორციელებთ:
ტვირთების კონსოლიდირებას სხვადასხვა მომწოდებლებისგან;
ნაწილობრივ დატვირთული მანქანების (LTL) ორგანიზებას;
დროულ გადაზიდვებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.
იტალია
იტალიაში ტვირთების კონსოლიდირება და სახმელეთო გზით ტრანსპორტირება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ხარჯების შესამცირებლად და მიწოდების დროის შესამცირებლად. ჩვენი იტალიის საწყობიდან რეგულარულად გამოდის ნაწილობრივ დატვირთული მანქანები, რაც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ მიწოდებას საქართველოში.
პოლონეთი
პოლონეთის საწყობებიდან ყოველკვირეულად გამოდის შერეული (LTL) ტვირთებით დატვირთული მანქანები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებითაც. ვარშავაში მდებარე ორი წარმომადგენლობითი საწყობი კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და მოქნილს ხდის ტრანსპორტირების პროცესს.
გერმანია
გერმანიის საწყობის საშუალებით შერეული ტვირთების ტრანსპორტირება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივია, რაც საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად ვმართოთ ტრანსპორტორტირების პროცესები და შევამციროთ ლოგისტიკური დანახარჯები.
MSCS Georgia – თქვენი საიმედო პარტნიორი საერთაშორისო ტრანსპორტირებასა და ლოგისტიკაში