
2025 წელს მაიამიში გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ლოგისტიკური ფორუმი — transport logistic, project cargo & air cargo Americas. სამდღიან ღონისძიებაზე, რომელიც 11–13 ნოემბერს ჩატარდა, 6,000-ზე მეტი ლოგისტიკური სფეროს წარმომადგენელი დაესწრო, აქტიურად განიხილებოდა ახალი ტენდენციები, ტექნოლოგიური პროგრესი და მომავლის შესაძლებლობები.
MSCS Georgia-სთვის ეს იყო სრულიად ახალი გამოცდილება ცოდნის, იდეებისა და მეტი საერთაშორისო პარტნიორობების მისაღებად, ასევე შესაძლებლობა საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის წარსადგენად.
Transport Logistic Americas ადგილი, სადაც ლოგისტიკის სფეროს ყველა წარმომადგენელი ერთიანდება ერთ სივრცეში. საზღვაო ხაზები, საჰაერო, პროექტული ტიპის გადაზიდვის სპეციალისტები და ტექნოლოგიური სტარტაპები.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს მიზანს — ვიყოთ ინოვაციური და ტექნოლოგიურად მუდმივად განვითარებადი ლოგისტიკური პარტნიორი საერთაშორისო მასშტაბით.